|
2015-04-03 11:39:00, 404 ნახვა
საზოგადოება
2015 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1.2% შეადგინა
2015 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1,2 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებამ იქონია. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოცემულ პერიოდში ფასები 1.2 %–ით გაიზარდა, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,37 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე –18.7%–ით. ყავა, ჩაი და კაკაოზე ფასებმა 4.5%–ით , ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 3.5%–ით, თევზეულზე კი 2.4 %–ით მოიმატა. ამასთან, ფასები რძეზე, ყველსა და კვერცხზე 4.7%–ით შემცირდა. ავეჯზე, საოჯახო ნივთებზე და სახლის მოვლის საშუალებებზე ფასები 4,4 პროცენტით გაიზარდა, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,28 პროცენტული პუნქტით აისახა. როგორც საქსტატში აცხადებენ, ფასების აღნიშნული ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა ძირითად ელექტრონულ ან არაელექტრონულ საოჯახო მოწყობილობებზე ფასების 9,7-პროცენტიანმა მატებამ; რაც შეეხება 2015 წლის მარტში საქართველოში ინფლაციის დონეს , წინა წლის მარტთან შედარებით, ის 2.6%–ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 12 თვიან პერიოდში ფასები 3,7%–ით გაიზარდა, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,15 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 6,0 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,63 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები 9.1%–ით გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასზე 4,7 პროცენტით და საავადმყოფოების მომსახურებაზე 4,6 პროცენტით. ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 9,9 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,50 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9,7 პროცენტი), ასევე თამბაქოს ნაწარმზე (9,9 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 6,6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,79 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების კლება პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე, რაც – 11.1%–ს შეაგდენს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)