|
2015-04-02 17:24:04, 379 ნახვა
საზოგადოება
„ლიდერთა სახლი“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - "განათლების დანერგვა თანამედროვე სამუზეუმო სივრცეში". ლექცია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ნესტან ბაგაურმა წაიკითხა. მოსწავლეებისთვის ასევე გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი საგანმანათლებლო პროექტის "ჩემი კოლექცია" პრეზენტაცია. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში სიძველეთა მოძიებისა და კვლევის სურვილის წახალისება. ასევე, პროექტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად გახდნენ სამუზეუმო საქმის მონაწილენი და ჩაერთონ გამოფენის მომზადებაში. პროექტი „ჩემი კოლექცია“ მუზეუმის საერთაშორისო დღეს, 18 მაისს გამოფენით დასრულდება. როგორც ნესტან ბაგაურმა განაცხადა, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში პროექტის შესახებ მსგავსი გაცნობითი შეხვედრების შემდეგ, მოიძიებს ინფორმაციას იმ ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც გატაცებულნი არიან რაიმე სახის სიძველის კოლექციის შეგროვებით. „მნიშვნელოვანია, რომ კოლექცია იყოს დაკავშირებული სიძველესთან (არა, მაგალითად: სათამაშოები, სამკაული, ბაფთები და სხვ.). პროექტში მონაწილეობის მსურველები ჩაერთვებიან კონკურსში, მას შემდეგ, რაც მოკლე ინფორმაციას კოლექციის შესახებ და ამ კოლექციის ამსახველ ფოტომასალას ელექტრონული სახით მიაწვდიან პროექტის ორგანიზატორებს. ამის საფუძველზე შეირჩევა 18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღეს დაგეგმილი გამოფენის მონაწილე საუკეთესო კოლექციები“, - აღნიშნა ნესტან ბაგაურმა. პროგრამა „ლიდერთა სახლის“ კოორდინატორის მაია ნასრაშვილის ინფორმაციით, დანაშაულის პრევენციის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში „ლიდერთა სახლი“ უერთდება მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლი“ 13 ქალაქში მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო, შემეცნებითი და იურიდიული ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენცია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)