00:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 16:31:16, 394 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგებელმა ადმინისტრაციულ ერთეულებში სასაფალოებთან მისასვლელ გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჭოთაწყარში, ცაცხვსა და ინგირში სასაფალოებთან მისასვლელ გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ადგილზე დაათვალიერეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, აღნიშნულ გზებზე საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს და ის რამდენიმე დღეში დასრულდება.

„სოფელ ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოსთან მისასვლელი შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. აღნიშნულ გზაზე ასფალტ – ბეტონის გზის საფარი 632 გრძვ მეტრზე დაიგო.

რაც შეეხება უჩაშონას ტერიტორიულ ერთეულში ავარიული საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე შეადგენს 8638 კვ.მ. აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს რამდენიმე სოფელს ჭაქვინჯს, ჯიხაშკარს, ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარისთვის საფუძვლის მომზადება. პროექტის დასრულების შემდეგ ამ გზით ისარგებლებს 670 სოფლის მკვიდრი და არაპირდაპირ ამ გზით ისარგებლებს 3000 – მდე ბენეფიციარი.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შემდეგ ამ გზით მოსარგებლეების გადაადგილება გახდება უსაფრთხო, გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარეობა და პროექტის მიმდინარეობის განხორციელებისას დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი. პროექტის ღირებულება შეადგენს 482.000 ლარს და ის მაისის თვის ბოლოსთვის დასრულდება.

სოფელ ინგირის ცენტრალურ სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგი ეტაპი ხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზაზე ასფალტის საფარის დაგება.

სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1.084 მეტრს შეადგენს. აღნიშნული გზის მონაკვეთი ადგილობრივი მნიშვნელობისაა და ანაკლია–ზუგდიდის ცენტრალურ გზას უერთდება. ამ გზის მონაკვეთით სარგებლობს 620 ადგილობრივი მოსახლე. გზაზე ინტენსიური საავტომობილო მოძრაობაა და დღე –ღამის განმავლობაში 80–დან 160–მდე ავტომობილი გადაადგილდება.

ინგირის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი რომელიც, სატრანსპორტო გზის მოასფალტებას ითვალისწინებს უახლოეს დღეებში დასრულდება და მისი ღირებულება 369 ათას ლარს შეადგენს.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ცაცხვში სასაფლაომდე მისასვლელი გზის 1735 კვ.მ–ზე ასფალტის საფარიანი გზა დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხები. გზაზე მუშაობა რამდენიმე დღეში დასრულდება. საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდა პროექტის განხორციელებისთვის 95 ათასი ლარი გამოიყოფა“, - ნათვამია ზუგდიდის გამგეობის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics