23:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 11:05:05, 2512 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მარინ ლე პენისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მარინ ლე პენისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 3 დეპუტატი წინააღმდეგი იყო. ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რაც მედიის ცნობით, სავარაუდოდ ამ კვირაში მოხდება. 

"ნაციონალური ფრონტის" ლიდერისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც პოლიტიკოსმა 2015 წელს Twitter-ზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილი ძალადობის აქტების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მათ შორის იყო, ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრებიც.  

როგორც სააგენტო წერს, ლე პენის პარტიის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება მიმდინარეობს. მათ ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებენ.  

ცნობისთვის, მარინ ლე პენი "ნაციონალურ ფრონტს" 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. პოლიტიკოსს ევროპარლამენტში იმუნიტეტი 2013 წელსაც მოუხსნეს. მაშინ პარლამენტარები მას რასობრივი სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ. 

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2017 წლის აპრილ-მაისშია დაგეგმილი. ლე პენის გარდა, არჩევნებში მემარჯვენე პარტიის "რესპუბლიკელების" კანდიდატი ფრანსუა ფიიონი და მოძრაობის "წინ!" ლიდერი ემანუელ მაკრონი მონაწილეობენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics