13:41 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 14:34:31, 2652 ნახვა

მსოფლიო
კალიფორნიაში თვითმფრინავი სახლებს დაეცა - არის მსხვერპლი

ამერიკის შტატ კალიფორნიაში, თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ქალაქ რივერსაიდში მოხდა. თვითმფრინავის დაცემას ძლიერი ხანძარი მოჰყვა. 

როგორც BBC-ი სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელზე მაიკლ მურზე დაყრდნობით წერს, თვითმფრინავის ბორტზე ცოლ-ქმარი და 3 მოზარდი იმყოფებოდა. ისინი სან-ხოსეში DisneyLand-დან ბრუნდებოდნენ. 

მისივე ინფორმაციით, გოგონამ, რომელიც თვითმფრინავის დაცემისას გადმოვარდა, მსუბუქი დაზიანება მიიღო. კიდევ ერთი დაზარალებული, რომელიც სახლში იმყოფებოდა, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავიაკატასტროფის ადგილას სულ 4 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, თუმცა მათი ჯერჯერობიტ უცნობია, არიან თუ არა ისინი თვითმფრინავის მგზავრები. სახანძროს ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს. 

ინციდენტის შედეგად, 2 სახლი დაინგრა, 1 კი დაზიანდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics