19:57 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 11:36:54, 517 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრომ და თბილისის მერიამ სერვისების გაუმჯობესების მიზნით მემორანდუმი გააფორმეს

იუსტიციის სამინისტრომ თბილისის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოაწერეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანი მოქალაქეების მაღალი სტანდარტით მომსახურება, საჯარო დაწესებულებების მოდერნიზაცია და ეფექტიანობა, კერძო ბიზნესისათვის კომფორტული გარემოს შექმნა, ასევე, საქართველოსა და მისი დედაქალაქისათვის საერთაშორისო თუ სხვა რეიტინგებში მოწინავე შედეგების უზრუნველყოფაა. ამისათვის იუსტიციის სამინისტრო და ქალაქის მერია ერთობლივად იმუშავებენ მათ დაქვემდებარებაში არსებული საჯარო დაწესებულებების ეფექტიანობის გაზრდის, საჯარო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და  უწყებებს შორის საქმიანობის კოორდინაციისათვის.

მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და თბილისის მერია ითანამშრომლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დანერგვის, ელექტრონული მართვის სისტემის გამართვის კუთხით; ერთობლივად უზრუნველყოფენ საჯარო სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით გაცემას და მომხმარებლისათვის ახალი, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებას; მოაწესრიგებენ მისამართების ერთიან სისტემას, უზრუნველყოფენ მოქალაქეთა აღრიცხვა-რეგისტრაციასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას.

დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ქონების მართვის საკითხები, მათ შორის, ქონების რეგისტრაცია; გეოსივრცითი მონაცემების შექმნა, დედაქალაქის მცხოვრებთა ინტერესებზე მორგებული  სერვისების შეთავაზება (მათ შორის, სატრანსპორტო სფეროში); თბილისის სტუმრებისათვის კომფორტული და თანამედროვე გარემოს შექმნა მათზე მორგებული სერვისების შეთავაზებით.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის ძალაშია ხელმოწერის დღიდან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics