20:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-11 10:19:01, 2592 ნახვა

მსოფლიო
CNN: დონალდ ტრამპზე კომპრომატები არსებობს

აშშ-ის სპეცსამსახურებმა მიიღეს დადასტურება, რომ ქვეყნის პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე კომპრომატები არსებობს, - ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ცნობით, მიღებული ინფორმაცია „უხამს ბრალდებებს არ შეიცავს“. საქმე ეხება სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ „საუბარს რუსეთის ოფიციალურ პირებსა და ქვეყნის რიგით მოქალაქეებს შორის“. აღინიშნება, რომ ეს საუბრები თითქოს ამტკიცებს ფაქტს, ზოგიერთი შეხვედრის შესახებ, რაზეც მოხსენებაშია საუბარი.  

როგორც  CNN-ი წერს, ამერიკულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ რუსები, რომლებიც ანგარიშში არიან მოხსენიებული, მართლაც ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, თუმცა ვერ დადასტურდა, რომ ისინი ტრამპზე საუბრობდნენ. ამასთან, წყარო აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეები თითქოს მოიპოვებდნენ ინფორმაციას, რომელიც ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ იყო მიმართული და ტრამპს უჭერდნენ მხარს. წყაროს თქმით, ამერიკული მხარე მაინც ვერ მიხვდა რუსეთს ბოლოსდაბოლოს აქვს თუ არა კომპრომატები ტრამპის წინააღმდეგ.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა შონ სპაისერმა კვლავ კატეგორიულად ურყო ტრამპის მიმართ არსებული ბრალდება.

ცნობისთვის, 11 იანვარს ვებგვერდმა BuzzFeed-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ რუსეთს აქვს კომპრომატები ტრამპის წინააღმდეგ. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ 2013 წელს ბიზნესმენი იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც დაბინავდა სასტუმრო „რიც კარლტონის“ საპრეზიდენტო აპარტამენტებში, (ამ სასტუმროში ოდესღაც ბარაკ და მიშელ ობამებიც ცხოვრობდნენ) სადაც შეხვდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს.

ტრამპმა ეს ბრალდება უარყო და ამ მოხსენებას „შპიონაჟის ჩავარდნა“ უწოდა. მან ასევე პირობა დადო, რომ  BuzzFeed-ს დასჯიდა.

კრემლში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ არავითარი კომპრომატი არ არსებობს და ეს „სისულელეა“. პუტინმა ტრამპის მიმართ არსებულ კამპანიას „მეძავობა“ უწოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics