20:58 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 13:39:07, 2905 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ტრამპის საიმიგრაციო ბრძანების აღდგენაზე უარი განაცხადა

სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო ბრძანების აღდგენაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების იფნორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბრძანების კომპეტენტურიბის დამტკიცებას აშშ-ის უზენაეს სასამართლოში შეეცდება. 

სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის მოქმედების ეჭვქვეშ დაყენებას დაუშვებლად მიიჩნევდა, თუმცა მოსამართლეები ამბობენ, რომ საკითხი აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება და მსგავსი მიდგომა მიუღებელია.  

კერძოდ კი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დონალდ ტრამის საიმიგრაციო პოლიტიკას მხარი დაუჭირა და სააპელაციო სასამართლოს მოუწოდა მისი მოქმედება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აღადგინოს. 

აღნიშნულ საკითხს ქვეყნის პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა. 

როგორც ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის საკითხის სასამართლოში გაპროტესტებას აპირებს. 

„სასამართლოში შევხდებით. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება რისკის ქვეშ არის“, - წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შვიდი მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღის განმავლობაში აეკრძალათ. ამ განკარგულებამ აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია, ვინაიდან ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამასთან, განკარგულების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა სირიელ ლტოლვილებს გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. აღნიშნულ განკარგულებას, დონალდ ტრამპმა ხელი 28 იანვარს მოეწერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ, ვიზა 60 000-მდე პირს გაუუქმდა. ტრამპის გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics