|
2017-02-08 17:01:56, 2630 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი „ტრამპ-თაუერში“ ოფისის იჯარით აღების საკითხს განიხილავს
პენტაგონი „ტრამპ-თაუერში“ ოფისის იჯარით აღების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება. როგორც სამხედრო უწყების წარმომადგენელი განმარტავს, ეს აუცილებელი ზომაა იმ შემთხვევისთვის, თუკი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მანჰეტენზე ცათამბრჯენში სტუმრობას გადაწყვეტს. მედიის ინფორმაციით, პირველ რიგში, საქმე ეხება "ბირთვული ჩემოდნის" კონტროლს - წესების მიხედვით, შეიარაღებული ძალების სპეციალურად დანიშნული ოფიცრები ძალიან ახლოს უნდა იყვნენ ჩემოდანთან და პირადად პრეზიდენტთან. „ტრამპ-თაუერის“ იჯარით აღების საკითხს ჯარედ ჰოროვიცი აკონტროლებს. მისი თქმით, ერთი სართულის დაქირავება, რომლის ფართობი 1440 კვ.მ-ია, წელიწადში 1,5 მილიონი დოლარი დაჯდება. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია თეთრი სახლია, თუმცა 2017 წლის 22 იანვარს ტრამპის მეუღლემ მელანიამ და შვილმა ბრენონმა ვაშინგტონი დატოვეს, რადგან მანამდე გადაწყდა, რომ ბრენონი სასწავლო წელს ნიუ-იორკში დაასრულებს და იმ დრომდე დედა მასთან ერთად იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)