|
2017-02-02 17:13:07, 1178 ნახვა
საზოგადოება
რა შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი
ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს. ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად. ე.წ შეჩერების მექანიზმის ტექსტის თარგმნა თებერვლის დასაწყისშია დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტმა შესაბამის საკითხზე კენჭისყრა 13-16 თებერვალს უნდა ჩაატაროს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზალიბერალიზაციას სავარაუდოდ მარტში მიიღებენ. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ შენგენისა და ევროკავშირის წევრ 30 ქვეყანაში, გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისა. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება განახლებული შეჩერების მექანიზმის ძალაში შესვლასთან ერთად, რომელიც ადგენს დამატებით კრიტერიუმებს უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის, ამცირებს გადაწყვეტილების მიღების ვადებსა და ამარტივებს პროცედურას. დამატებითი დაცვის გარანტიების შექმნის აუცილებლობა განაპირობა ევროკავშირში შექმნილმა მიგრაციულმა კრიზისმა. ამ ვითარების გათვალისწინებით, დამატებითი რისკებისა და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი გახდა მოქნილი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც მესამე ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვან შემთხვევაში დროული და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება შემდეგ შემთხვევაში: 1) შესაბამისი მესამე ქვეყნიდან შენგენის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირების რაოდენობისა და შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა; 2) თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განცხადებების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა; 3) რეადმისიის (მიგრანტების უკან დაბრუნება) შეთანხმების არასათანადო შესრულება-რეადმისიის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა; 4) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზოგადოებრივი და შიდა უსაფრთხოების კუთხით შექმნილი საფრთხე, რომელიც უკავშირდება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის ნეგატიური შედეგები, რომელიც შეიძლება მოყვეს მათ მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევას, ან ბოროტად გამოყენებას. უვიზო მიმოსვლის პირობებში მოქალაქეების მიერ დასაცავი ვალდებულებები და მოთხოვნები: ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ფლობს ბიომეტრიულ პასპორტს. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს (გადაბმულად, ან დღეების გადანაწილებით) ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლოა იყოს სხვადასხვა: ტურიზმი, ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება, საქმიანი შეხვედრების გამართვა, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, კულტურულ, სამედიცინო, ან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, ტრენინგებში, სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა, ან სტაჟირება, სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და ა.შ. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, ხანგრძლივი სწავლის , ან მუშაობის მიზნით. 90-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად, ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/ შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა გარკვეული პერიოდით(5 წლამდე ვადით). გასათვალისწინებელია, რომ უვიზო მიმოსვლის პირობებში ნებისმიერი მოქალაქე გაივლის სასაზღვრო კონტროლს და საბოლოო გადაწყვეტილება შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლის თაობაზე მიიღება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილია, საქართველოს მოქალაქეებმა თან იქონიონ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მათი მოგზაურობის მიზნის დასადასტურებლად გამოდგება. საქართველოს მთავრობაში იმედოვნებენ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, უვიზო რეჟიმის ამოქმედების პირობებში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცავს შესაბამის მოთხოვნებს, მიმღები ქვეყნების კანონმდებლობას და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს როგორც საკუთარ თავს, ასევე ზოგადად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)