|
2017-02-01 17:15:49, 1194 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო: გარდაცვლილ დედა-შვილს საარსებო შემწეობის თანხა 2006 წლიდან ერიცხებოდა
აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე დაღუპული დედა-შვილის ოჯახი 2006 წლიდან ფიქსირდებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მუდმივად იყო საარსებო შემწეობის მიმღები. მათ საარსებო შემწობის თანხა 2017 წლის იანვარშიც ჩაერიცხათ. „ოჯახში რეგისტრირებულია 3 პირი- 78 წლის ქალბატონი და მისი 2 ვაჟი ( 53-51 წლის პირები). შვილებს ჰქონდათ შშმ პირის სტატუსი. ერთს მკვეთრად გამოხატული შშმპ -ს სტატუსი და მეორეს მნიშვნელოვნად გამოხატული შშმპ-ს სტატუსი. ორივე მათგანი იღებდა შესაბამის პენსიას- 180 და 100 ლარს. ერთ-ერთი შვილი ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება და სახელმწიფო აფინანსებს მის მკურნალობას“,-აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. შემთხვევის აღმოჩენისთვანავე ადგილზე იმყოფებოდა აჭარის ჯანდაცვის მინიტრი ზაალ მიქელაძე. აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახი სარგებლობდა საოციალურად დაუცველთათვის არსებული ყველა პროგრამით, მათ შორის გახარჯული ელექტროენერგიის თანხის სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროგრამით. დედა-შვილი გორგაძეების გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გახდება ცნობილი.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)