13:37 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 15:57:57, 1155 ნახვა

საზოგადოება
კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველ მესამე ოჯახს სურსათის საყიდლად საკმარისი ფული არ აქვს

არასამთავრობო ორგანიზაცია OXFAM-ის კვლევის შედეგების თანახმად, ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში სურსათის საყიდლად საკმარისი ფული არ აქვს. ამასთან, ოჯახების დიდი რაოდენობა საკვებ პროდუქტს დროდადრო კრედიტით ყიდულობს.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, საქართველოში ოჯახების საშუალო თვიური შემოსავალი 575 ლარს შეადგენს და თითქმის ნახევარი ყოველ თვე საკვებზე იხარჯება (საშუალოდ საკვებზე იხარჯება 270 ლარი თვეში).

გარდა ამისა, დაბალშემოსავლიანი ოჯახები საკვებ პროდუქტებზე თავისი შემოსავლის 65%-ს ხარჯავენ (შემოსავალი - 219 ლარი, საკვებ პროდუქტებზე ხარჯი - 142 ლარი), ხოლო მაღალშემოსავლიანი ოჯახები შემოსავლის მხოლოდ 35%-ს ხარჯავენ საკვებ პროდუქტებზე (შემოსავალი - 1421 ლარი, საკვებ პროდუქტებზე ხარჯი - 492 ლარი).

ცნობისათვის, კვლევის საველე სამუშაოები 2015 წელს განახორციელა ACT ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა. რაოდენობივი კვლევის ფარგლებში, 1000 ინდივიდუალური ინტერვიუ ჩატარდა საქართველოში მაცხოვრებელ ოჯახებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics