2017-02-01 12:03:56, 1189 ნახვა
საზოგადოება
ხელვაჩაურში სახლის ჩამონგრევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა
ხელვაჩაურის რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცი სახლის ჩამონგრევას ემსხვერპლა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან