13:38 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 11:37:10, 1028 ნახვა

საზოგადოება
2017 წლის ევროვიზიის საბავშვო კონკურსი საქართველოში გაიმართება

2017 წლის ევროვიზიის საბავშვო კონკურსი საქართველოში გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს12:00-ზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენცია ჩატარდება. პრესკონფერენციას დაესწრებიან გიორგი ჩოგოვაძე-ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქეთევან ბოჭორიშვილი-ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი-საზოგადოებრივი მაუწყებლისმედიის და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი და სერგი გვარჯალაძე- 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის პროექტის ხელმძღვანელი.

საქართველოში საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ჩატარდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მე-11-ედ  წარადგენს მონაწილეს საბავშო ევროფესტივალზე.

2016 წელს  საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის  გამარჯვებულ  ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა,  რის შემდეგაცსაზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან  მიიღო შეთავზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა "ბზიკებმა"  კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა.  მეორედ, 2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის ფინალისტი გახდა. მესამე გამარჯვება კი ქვეყანას მარიამ მამადაშვილმა სიმღერით „მზეო" მოუტანა.  გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მალტის დედაქალაქი ვალეტა  მასპინძლობდა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics