|
2017-01-30 16:29:36, 1056 ნახვა
საზოგადოება
მერია: „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად სეიფები დაზიანებული არ არის
თბილისის მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ საგანგებო სამსახურისა და ოქროს ბირჟის საცავის წარმომადგენლები შევიდნენ. როგორც თამარ ბოდოკია Facebook-ის გვერდზე წერს, სეიფები დაზიანებული არ არის. „ახლა საგანგებო სამსახურისა და ოქროს ბირჟის საცავის წარმომადგენლები შევიდნენ დამწვარ შენობაში. საბედნიეროდ, სეიფები დაზიანებული არ არის“,- წერს ბოდოკია. შეგახსენებთ, რომ მასშტაბური ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ ღამის 3 საათზე გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. ცნობისთვის, დაზარალებულები ტერიტორიაზე შესვლას და საკუთარი ქონების გამოტანას ცდილობდნენ, თუმცა საშიშროების გამო სამაშველო სამახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)