19:02 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 10:21:40, 1131 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია: პირველ რიგში პასუხი ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს

თბილისის მერი დავით ნარმანია  ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობასთან  მივიდა და დამწვარი ტერიტორია დაათვალიერა. მერის თქმით,  დაზარალებულების წინაშე, პირველ რიგში პასუხი ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს. ნარმანია, მომხდარზე პასუხისმგებლობას სწორედ ადმინისტრაციას აკისრებს.

„ფაქტი არის ძალიან მძიმე, ასეთი შემთხვევა თბილისში დიდი ხანია არ ყოფილა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ის ადამიანები, რომლებიც აქ ვაჭრობდნენ, არიან ადამიანები, რომლებსაც დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ ქონიათ. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი აქ ამ პირობებში. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი პირველ რიგში, მათ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც აქ მოხდა. ამ ადამიანებს ჰქონდათ ხელშეკრულებები ბაზრობის ადმინისტრაციასთან, ბაზრობის ადმინისტრაციას აქვს თავისი უფლებები მოვალეობები და უნდა გასცენ ამ ხალხს პასუხი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ „კურიერთან“ საუბარში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics