|
2017-01-29 13:11:40, 1240 ნახვა
საზოგადოება
ბულვარში ხე-მცენარეები თოვლის საფარისაგან გაიწმინდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად ბათუმის ბულვარში ხე-მცენარეების გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო. თოვლის საფარისგან გაწმენდის აქციაში მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატებიც მონაწილეობდნენ. ზურაბ პატარაძემ ბათუმელებს მოუწოდა გაწმენდით სამუშაოებში ჩართვისაკენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ თავიანთ ეზოებში, სახლებთან ახლოს ხეები თოვლის საფარისგან გაათავისუფლონ, დაეხმარონ ერთმანეთს და ერთიანი ძალისხმევით გავუმკლავდეთ უხვ ნალექს რეგიონში. მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა ხელთ არსებული რესურსი. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობდა მთელი ღამის განმავლობაში, ისინი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. სამუშაოებში მობილიზებულია ბათუმის ბულვარის აგრონომიული და ტექნიკური სამსახურის ყველა თანამშრომელი. ამ დროისათვის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიამდე მრავალწლოვანი ხეები ჩამობერტყილია. მონიტორინგის შედეგად ბათუმის ბულვარში მძიმე დაზიანებები არ ფიქსირდება, ადგილი აქვს ძირითადად მრავალწლიანი ნარგავების ტოტების დაზიანებას. ,,ბათუმში მოვიდა უხვი ნალექი თოვლის სახით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აღინიშნება თოვლის მასა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში და ბათუმში. ყველა სამსახური მობილიზებული და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. საკმარისი რაოდენობაა ტექნიკის. მინდა ყველა ბათუმელს ვთხოვო გამოვიდნენ საზღვაო პარკში, ბულვარში და თავიანთი სახლების წინ და ჩაერთონ ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში, დაასუფთავონ, გაწმინდოდნ ჩვენი ქალაქი. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ მათ"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. (NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)