09:32 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 19:34:16, 960 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალისტიკისა და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლა გაიხსნება

პერსონალური მონაცემების დაცვა თანამედროვე ეპოქაში, ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, მონაცემების უსაფრთხოება - 28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ზამთრის სკოლა გაიხსნება.  სკოლას ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, (OHCHR) მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და იუსტიციის სასწავლო ცენტრის  წარმომადგენლები გახსნიან. 

ზამთრის სკოლის მიზანია სტუდენტების ინფორმირება პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების, ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის და მათივე უფლებების შესახებ. 1 კვირის განმავლობაში მათ ლექციებს ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები წაუკითხავენ. სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა; პერსონალური მონაცემების დაცვა და დანაშაულის პრევენცია,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და სხვა. 

ზამთრის სკოლა ტარდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ, გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2006 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობასა და მოქალაქეთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საქართველოში ამ დღეს უკვე მეოთხე წელია აღნიშნავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics