09:33 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 17:39:56, 801 ნახვა

საზოგადოება
DTRA-ს უმაღლესი წარმომადგენლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მუშაობის პროცესს გაეცნო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მუშაობის პროცესს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) უმაღლესი წარმომადგენლები გაეცნენ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი მიმდინარე ,,ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის“ (CBEP) სტატუსის განსაზღვრა და საქართველოს მთავრობისათვის გადმოცემის, შენახვისა და ექსპლუატაციის პროცესის მექანიზმების განიხილვა იყო.

როგორც DTRA-ს  პროგრამის მენეჯერმა, კრისტოფერ რაიანმა აღნიშნა, საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფოებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში დაწყებულია პროცესი, რომელიც ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის გადმობარებას და დამოუკიდებლად განხორციელებას ეხება. მან ლაბორატორიას ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა DTRA-ს დელეგაციასთან მხარეებს შორის გაფორმებული პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ ერთიანი შეთანხმებით (JTA) გათვალისწინებული ვალდებულებების მიმდინარეობის საკითხები დეტალურად  განიხილა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერით, ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა შეიქმნა. აღნიშნულ სისტემაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიები შედის. 

საქართველოში „ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამა“  აშშ-სა და საქართველოს შორის 2002 წელს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ბიოლოგიური საფრთხის შემცველი აგენტების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობების შექმნასა და შემდგომ გაძლიერებას.

„CBEP საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ადამიანთა და ცხოველთა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის და ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა: საქართველოს მასშტაბით მოხდა 11 ლაბორატორიის შენობა-ნაგებობების კაპიტალური შეკეთება და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა; ჩამოყალიბდა ძლიერი კვლევითი ბაზა და შეიქმნა ერთიანი ლაბორატორიული ქსელი; ლაბორატორიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ჩატარდა არაერთი ტრეინინგი და სემინარი.

პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია აქტიურად ჩაერთო „ერთიანი ჯანმრთელობის“ პროგრამაში და DTRA-ს მიერ განხორციელებული აქტივობების საფუძველზე მზადაა, ეპიდაფეთქებების რისკის დროს, დროულად ჩაერთოს ლაბორატორიულ კომპონენტში. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics