09:32 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 11:01:00, 1005 ნახვა

საზოგადოება
PSP-ს მხარდაჭერით, ქართველმა ვეტერანმა სპორტსმენებმა დუბაის საერთაშორისო მარათონში გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს

ქართველ ვეტერან მარათონელთა ნაკრები გუნდი მორბენალ პროფესორ დავით ტატიშვილის თაოსნობით შეიკრიბა. PSP-ს მხარდაჭერით ამ გუნდმა 20 იანვარს დუბაიში ჩატარებულ ყოველწლიურ მარათონში 50-დან 75 წლის ასაკამდე 5 ასაკობრივ ჯგუფში მიიღო მონაწილეობა  და საუკეთესო გუნდური შედეგით სხვადასხვა კონტინენტიდან მსოფლიოს პრაქტიკულად  ყველა ქვეყნის, მათ შორის საუკეთესო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მარათონელთა ნაკრებ გუნდებს აჯობა. 

ვასილ სანიკიძემ 65-69 წწ ასაკობრივ ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო და დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა მე-2 ადგილზე გასული იაპონელი მორბენალი. ამავე ასაკობრივ ჯგუფში მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა გიორგი ხარაზიშვილმა. სხვადსხვა ასაკობრივ ჯგუფში მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ ამაზასპ მამიკონიანი (50-54 წწ) და გუნდის უხუცესი წევრი ალფრედ გერცვოლფი (70-74 წწ); მე-4 საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა სპირიდონ ვალიშვილი (55-59 წწ). მაღალი შედეგები აჩვენეს გუნდის სხვა წევრებმაც, ამავე ასაკობრივ ჯგუფში (55-59 წწ) დავით ტატიშვილმა და 60-64 წწ ასაკობრივ ჯგუფში თენგიზ ლაცაბიძემ.

„თითქმის 7 წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ რბენაში ვმონაწილეობ. ჩვენ ვეტერან სპორტსმენებთან ხშირი კონტაქტი მაქვს. მათი სპორტული ფორმის და შესაძლებლობების შეფასებამ მაფიქრებინა, რომ საერთაშორისო მარათონულ რბენაში აუცილებლად საპრიზო ადგილებს დაიკავებდნენ. ძალიან მოტივირებული და მობილიზებულები შეუდგნენ ტურნირისთვის მზადებას. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გუნდის მხარდაჭერის სურვილი კომპანია პსპ-მ დაგვიდასტურა. ასეთი შესაძლებლობა არასდროს ჰქონიათ ვეტერან სპორტსმენებს და მსაგავსი პრეცედენტი პირველია საქართველოში. რისთვისაც ყველას სახელით მადლობას ვუხდი  „პსპ“-ს“, - განაცხადა დავით ტატიშვილმა.

„პსპ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისტია. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა ვეტერანი სპორტსმენებისადმი. გვჯეროდა, რომ  მათი დებიუტი მსოფლიო რბენაზე წარმატებული იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ ბევრ გამარჯვებას“, - განაცხადეს „პსპ“-ში.    

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics