|
2017-01-27 10:39:04, 860 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძემ ჩინელ ხალხს ჩინური ახალი წელი/გაზაფხულის ფესტივალი მიულოცა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინურ ახალ წელთან/გაზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ძი იანჩიმ და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრმა ჩინელ ხალხს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ორ ქვეყანას წარმატებული, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი წელი უსურვა. მიხეილ ჯანელიძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ბევრი მიმართულებით კიდევ უფრო ღრმავდება. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა გაღრმავდეს თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი გლობალური პროექტის „ერთი გზა - ერთი სარტყელის" ფარგლებში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ძლიერი საფუძველი აქვს, რაც მომავალი წარმატებების შესაძლებლობებს ქმნის. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა გაზი გაუსვა ხალხთა შორის გააქტიურებულ ურთიერთობებს, ასევე გაძლიერებულ და ინტენსიურ კონტაქტებს კულტურის და განათლების სფეროში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)