18:41 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 12:30:40, 2599 ნახვა

მსოფლიო
მექსიკის პრეზიდენტი: ვგმობ აშშ-ის გადაწყვეტილებას, მექსიკა კედლის აშენების ხარჯებს არ გადაიხდის

მექსიკის პრეზიდენტის ენრიკე პენია ნიეტოს განცხადებით, ხელისუფლება აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის საფასურის გადახდას არ აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას USATODAY-ი მექსიკის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც პენია ნიეტომ აღნიშნა, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება კედლის აშენებასთან დაკავშირებით სამწუხაროა, თუმცა მისივე თქმით, აშშ-ში მცხოვრები თანამოქალაქეების დაცვის ზომები გაძლიერებულია. 

„დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ეხება: იმიგრაციული ზომების მიღებასთან და საზღვარზე კედლის აშენებასთან დაკავშირებით. საპასუხოდ მე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს გააძლიეროს ჩვენი თანამოქალაქეების დაცვის ზომები. აშშ-ში მდებარე მექსიკის 50 საკონსულო მიგრანტების უფლებების დაცვის ცენტრებად იქცევა. ვწუხვარ და ვგმობ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან კედელის აშენების გაგრძელება ჩვენ დაგვაშორებს და არა გაგვაერთიანებს. მექსიკას არ სჯერა კედლების. ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: მექსიკა არ გადაიხდის ამ კედლის აშენების ხარჯებს. როგორც მექსიკის პრეზიდენტი სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას დავიცვა და გავუფრთხილდე მექსიკისა და მექსიკელების ინტერესებს, მექსიკა ადასტურებს თავის მეგობრობას აშშ-ის ხალხთან და სურვილს შეთანხმებას მიაღწიოს აშშ-ის მთავრობასთან. შეთანხმების, რომელიც მექსიკისა და მექსიკელი ხალხის ინტერესებში იქნებ“, - წერს მექსიკის პრეზიდენტი. 

ამასთან, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ში შესაძლოა ოფიციალური ვიზიტი გადადოს. მექსიკის პრეზიდენტი აღნიშNულ საკითხს არ გამოეხმაურა.  

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის აშენების შესახებ განკარულებას ხელი მოაწერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics