|
2017-01-21 15:16:43, 2638 ნახვა
მსოფლიო
ვინ არიან აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გახდა. არჩეულმა პრეზიდენტმა ფიცი ვაშინგტონში, გუშინ დადო. ქვეყანაში 8 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დონალდ ტრამპი ინაუგურაციამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებით იყო დაკავებული. "ექსპრესნიუსი" წარმოგიდგენთ აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას: რექს ტილერსონი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, 64 წლის
ტილერსონი 2006-2016 წლებში, ნავთობკომპანია ExxonMobil-ის ხელმძღვანელი იყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელობის დროს, ტილერსონი ხშირად გამოდიოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის მოთხოვნით. მას აქვს მირებული რუსეთის "მეგობროის" ორდენი. ადამიანები, რომლებიც მას იცნობენ, ამბობენ, რომ "ტილერსონი მაღალიკლასის კორპორატიული დიპლომატია". მას ამერიკული ლიბელარული პრესაც კი დადებითად აფასებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. სენატის მოსმენების დროს, ტილერსონმა დიპლომატიაში უდიდესი ცოდნა გამოამჟღავნა და რუსეთის მიმართ ბევრად კრიტიკული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვინმე ელოდა. როგორც აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რუსეთს არ აქვს უფლება ყირიმზე პრეტენზიები გამოთქვას: "არამგონია რუსეთს ვემეგობროთ. ისინი ჩვენ ფასეულობებს არ იზიარებებ".
ჯეიმს მეტისი - აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, 66 წლის
მეტისი ყოფილი გენერალია. ის 2011-2013 წლებში აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ხელმძღვანელობდა. ჯეიმს მეტისი ავღანეთში, ერაყსა და სპარსეთის სრუტეში ომობდა. მეტისს უამრავი ზედმეტსახელი აქვს, ერთ-ერთი კი - "ცოფიანი ძაღლი". ჯეიმს მეტისს არ ჰყავს ცოლი, ასეთ ადამიანებზე ამბობენ: "მას მხოლოდ სამსახური აინტერესებს". ამერიკული მედიის შეფასებით მეტისი ერთგული და ძალიან შრომისმოყვარეა, მას ლიდერის შეუდარებელი თვისებები გააჩნია, თუმცა ბევრი მას სამხედრო დანაშაულებებსაც კი აბრალებს და ზედმეტი სიხისტის გამო აკრიტიკებს.
ჯეფ სეშნსი - გენერალური პროკურორი, 70 წლის
1997-2016 წლებში სეშენსი შტატ ალაბამას სენატორი იყო, 995-1997 წლამდე კი შტატის გენერალური პროკურორი. ახალი გენერალური პროკურორი კონსერვატორია და მიგრაციის დიდი მოწინააღმდეგე. ამერიკელები მას რასიზმში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის დადებითად აფასებდა კუ-კლუქს-კლანს. თუმცა, ოფიციალურად სეშენსი ამ ბრალდებებს უარყოფს. ის ერთიდაიმავე სქესიანების ქორწინების და მარიხუანის ლეგალიზების წანააღმდეგია.
სტივ მნუჩინი - ფინანსთა მინისტრი, 54 წლის
20 წლის განმავლობაში მნუჩინი Goldman Sachs-ის ბანკში მუშაობდა. 2002 წლიდან ფინანსისტია და ჰოლივუდის ფილმების პროდიუსერი. ამერიკელების შეფასებით, მნუჩინი ტიპიური ბიზნესმენია. მისი პოლიტიკური შეედულებები იმის და მიხედვით იცვლება, თუ რა აწყობს მას კონკრეტულ ეტაპზე. ის პოლიტიკაში ახალბედაა, თუმცა ხშირად აფინანსებდა პოლიტიკოსებს - დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს.
25 წლის განმავლობაში როსი Rotschild-ის ბანკში მუშაობდა, ხოლო 2000 წლებიდან საკუთარი საინვესტიციო ფონდი ჩამოაყალიბა. უილბურ როსი - ამერიკაში ცნობილი ფინანსისტია და ხშირად იცავს კომპანიებს გაკოტრებისგან. როსი ტრამპის კაბინეტის ყველაზე მდიდარი წევრია. მისი შემოსავალი 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ჯონ კელი - ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, 66 წლის
ჯონ კელი, ტრამპის ადმინისტრაციი კიდევ ერთ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. კარიერის განმავლობაში კელი 3-ჯერ არის ნამყოფი მივლინებით ერაყში. კელი ღიად აკრიტიკებდა ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ჯარში მსახურობა ქალებსაც შეუძლიათ. 2014 წელს კელი აცხადებდა, რომ მიგრანტები მექსიკიდან აშშ-სთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ.
მაიქ პომპეო, ცენტრალური სადაზვერვო უწყების დირექტორი, 53 წლის
პომპეო 2010 წლიდან აშშ-ის სენატშია არჩეული. ამერიკელების შეფასებით, ის სისასტიკით და სიმკაცრით გამოირჩევა. სპარსეთის სრუტეში მიმდინარე ომში მსახურობდა. რის შემდეგადაც შექმნა კომპანია, რომელიც სამხედრო ავიაციისთვის დეტალებს ამზადებდა. პომპეო გუანტანამოს ციხის დახურვას ეწინააღმდეგება.
რიკ პერი - ენერგეტიკის მინისტრი, 66 წლის
2000-2015 წლებში ტეხასის შტატის გუბერატორის თანამდებობას იკავებდა. The New York Times-ის ცნობით, პერიმ მინისტრის თანამდებობდა 15 წლიანი გამოცდილების ხარჯზე დაიმსახურა. ბეტსი დევოსი - განათლების მინისტრი, 59 წლის დევოსი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. მისი შემოსავალ თითქმის 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. კრიტიკოსები დევოსს ნეგატიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ის ვერ იქნება კარგი მინისტრი. დევოსი საგანმანათლებლო დაწესებულებებში იარაღის ტარების მომხრეა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






უილბურ როსი - ვაჭრობის მინისტრი, 79 წლის 


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)