20:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 18:36:57, 2151 ნახვა

სამართალი
იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ღონისძიებას საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს პროკურატურის სტრატეგია, საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი და პროკურორთა შეფასების სისტემის დოკუმენტი განიხილა, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ წარადგინა.

 2015 წელს პროკურატურის რეფორმირების შემდეგ პროკურატურის სტრატეგიის, პროკურორების შეფასების სისტემისა და ეთიკის კოდექსის მიღება კიდევ ერთი ნაბიჯია პროკურატურის რეფორმირების გზაზე. წინა რეფორმაც სწორედ ამ საბჭოს ფარგლებში მომზადდა, რომლის შედეგადაც:
 

  •   საქართველოში შემოღებულ იქნა მთავარი პროკურორის დანიშვნის v ახალი, ღია და გამჭვირვალე პროცედურა. ასევე, შემოღებულ იქნა ახალი ინსტიტუტები − პროკურორთა კონფერენცია, საპროკურორო საბჭო, საგანგებო (ad hoc) პროკურორი;
  • კანონმდებლობით განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მთავარი პროკურორისა და საგანგებო (ad hoc) პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი თითოეული კანდიდატურა;
  •  დადგენილ იქნა, რომ მთავარი პროკურორი თანამდებობაზე აირჩევა ერთი 6-წლიანი ვადით, ხელმეორედ არჩევის უფლების გარეშე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 23-ე სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics