|
2016-12-16 16:50:41, 2265 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს დანაშაულის სტატისტიკის არსებული მეთოდოლოგია გააცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. როგორც პრეზენტაციაზე შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შსს მუშაობს ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტზე, რაც სტატისტიკაზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმეს ჩაანაცვლებს, ამასთან, დანაშაულის აღრიცხვისა და დამუშავების სისტემას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. უწყების ინფორმაციით, ხუციშვილმა ასევე, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის სტატისტიკის უახლესი მოდელით დარეგისტრირებაზე, რაც სტატისტიკის გაყალბების შესაძლებლობას არა მხოლოდ თეორიულად, არამედ, პრაქტიკულად გამორიცხავს. შალვა ხუციშვილის თქმით, მომავალი წლიდან სამართალდამცველებს დაურიგდებათ პლანშეტური კომპიუტერები, რომელთა მეშვეობითაც დანაშაულის რეგისტრაცია შემთხვევის ადგილიდან ელექტრონულად მოხდება. შს მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში დგას ინტერაქტიული სტატისტიკის და დანაშაულის კრიმინოგენული რუკის მომზადება. ა ღნიშნულთან დაკავშირებით, შემუშავდა ვებ-პორტალი ,რომელმაც გააერთიანა, არსებული ინფორმაციის ფარგლებში, კრიმინალური სტატისტიკის ინტერაქტიული მოდული, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რეალურ დროში ქვეყნის, რეგიონების და რაიონების მიხედვით, კრიმინოგენული სიტუაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება. სისხლის სამართლის ერთიან ელექტრონულ სისტემაში საგამოძიებო დანაყოფების მიერ, GPშ მოწყობილობების გამოყენებით დანაშაულის ჩადენის კოორდინატების დატანის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება უმოკლეს ვადაში კრიმინალური სტატისტიკის ინტერაქტიულ რუკაზე კონკრეტული დანაშაულის ჩადენის ადგილების ასახვა, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, რეალურ დროში მიიღონ სტატისტიკური ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის და დანაშაულის ხასიათის შესახებ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)