01:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 15:18:57, 1012 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: ხელისუფლების ამოცანაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მექანიზმები ამოქმედდეს

2008 წლიდან მოყელებული ორივე ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, მანამდე არსებული საერთაშორისო მისიები შეწყდა და ის რეალობა მივიღეთ, როდესაც რუსეთი ამ ტერიტორიებს ფაქტობრივად ექსკლუზიურად აკონტროლებს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მექანიზმები, მათ შორის ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და დაცვის მექანიზმები ამოქმედდეს.

"ვიდრე ეს ამოცანები იქნება მიღწეული, ვიდრე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც აქ 2008 წლის ოქტომბრიდან არის განთავსებული და მას ასევე არ ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს მანდატი, შეძლებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს შესვლას. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს საკითხები იყოს ყველა ფორმატში და მათ შორის ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფის ფორმატშიც. ადამიანის უფლებების საკითხი იყო და რჩება მთავარ თემად. 2 წელია საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მდგომარეობის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად, მზარდი მხარდაჭერით, მიიღება დევნილთა დაბრუნების უფლების მხარდამჭერი რეზოლუცია", - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, 2 დღის წინ ევროსაბჭოს კონსოლიდირებული ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ფიგურირებს.

"ყველა ამ ანგარიშში არის გიგა ოთხოზორიის მკვლელობა და მკვლელის დასჯის აუცილებლობა. ჩვენი ამოცანაა, რომ დამნაშავე იყოს დასჯილი", - აღნიშნა ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics