00:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 14:00:12, 1203 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
იზორია ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე: საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის ვერ წავიდოდი

„საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის  მე ვერ წავიდოდი, კონკრეტული თემისთვის  ჩვენ შევთანხმდით, რომ შედგება ნატო-საქართველოს კომისია, მათ შორის რუმინეთში, რომელიც მთავრობას  იანვარში დააკომპლექტებს და უფრო კონკრეტულად  ჩამოყალიბდება ჩვენი თანამონაწილეობის საკითხზე. ეს საკითხი იქნება თებერვალში განხილული“,-ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელენე ხოშტარიას კითხვას თუ რატომ არ მიიღო მან მონაწილეობა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე.

იზორიას თქმით, მისი პრიორიტეტის თანხები დაიზოგოს და არამხოლოდ ეკარნზე გამოჩენის მიზნით ჩასვლა ბრიუსელში.

„მეძლევა შესაძლებლობა საზოგადოებას ავუხსნა და ვუთხრა. იქ   ჩემი  ჩასვლა და  უბრალოდ მოსმენა მხოლოდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.  აქედან გამომდინარე თუ სერიოზულად და საგნობრივად მივუდგებით საკითხს, გეუბნებით, რომ ამ თემაზე მსჯელობა და  პროცესი  მიმდინარეობს  და უშუალოდ ჩვენ გენერალურ მდივანთან შეთანხმებით, აქ  წარმომადგენლობასთან ინტენსიური დიალოგის საფუძველზე  შეხვედრას სწორედ თებერვალში ჩავატარებთ. თუ ბრიუსელში წასვლაზეა საუბარი, სამ დღეში მივემგზავრებით,  მეც  ვარ ამ დელეგაციაში და შევხვდებით გენერალურ მდივანს, მაგრამ შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხი,  ეს იქნება თებერვალში განხილვის თემა.  აქედან გამომდინარე ჩემი იქ ყოფნის აუცილებლობას ნამდვილად ვერ ვხედავდი.   რაც შეეხება ჩემს საერთაშორსო ვიზიტებს, ინტენსიურად ვგეგმავ იანვრის თვეში, პირველი მიწვევები მაქვს ფინეთში, ესტონეთსა და შვედეთში, ხოლო თებერვალში ბრიუსელში  კონკრეტული ამოცანით და კონკრეტული საგნობრივი შეხვედრით  და არა ხმოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს არის ჩემი  პრიორიტეტი, რომ  თანხები დაიზოგოს   და არამხოლოდ ეკრანზე  გამოჩენის მიზნით ჩავიდე  ბრიუსელში“,-განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics