00:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 13:05:22, 954 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი: 86 000 დევნილი ოჯახიდან, 36 500-ს სახელმწიფოსგან სახლი გადაეცა

„ჩვენი უწყების შრომის  და ფინანსების 90%   დევნილების პრობლემების მოგვარებაზე, ხოლო დანარჩენი მიმართულებები მიმართულია ეკომიგრანტების და ეკომიგრაციის პოლიტიკაზე“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ, პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტი  დევნილებზე ზრუნვა იქნება, მანამ, სანამ მათი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნდება არ მოხდება იმ ტერიტორიებზე, საიდანაც არიან ისინი დევნილები.

„მანამდე მთავარია  მათ ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების საშუალება და ამ მხრივ მაქსიმუმი   კეთდება.  მიუხედავად იმისა, რომ 25 წელი გავიდა დევნილობიდან დღემდე არის ათასობით დევნილი ოჯახი, რომელიც არის უმძიმეს პირობებში  და მათი საცხოვრებელი პირობები და შემოსავალი არ აკმაყოფილებს არანაირ ნორმალურ სტანდარტს. მთლიანობაში ამ  წუთისთვის არის  86 ათასი დევნილი ოჯახი, ეს არის დაახლოებით 271 ათასი ადამიანი  და ამ 86 ათასი დევნილი ოჯახიდან დაახლოებით  36 ათას 500 აქვს მიღებული  სახლი სახელმწიფოსგან,  რომ გავყოთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში   და მანამდე  19 წლის განმავლობაში ეს არის 26  ათასი დევნილი ოჯახი, რომელმაც  მიიღო სახლი.  ამ 26 ათასიდანაც დაახლოებით  არიან ადამიანები, რომლებმაც საცხოვრებელი კოტეჯი თუ  შესაბამისი კომპენსაცია მიიღეს  2008 წლის ომის შემდეგ და მეორე მესამედი არიან ის ადამიანები, რომლებიც ან ძალადობრივად იქნენ გამოყრილი  მათ მიერ დაკავებული საცხოვრებლებიდან და მათ მიეცათ კომპენსაციები, რომლებსაც დღემდე ასაჩივრებს მათი ნაწილი  ან არიან ადამიანები, რომლებსაც 2012 წლის არჩევნების წინ დაუკანონდათ საცხოვრებლები და ხშირ შემთხვევაში ისეთი პირობებით „ან მოაწერ ხელს დაკანონებას ან იძულებული იქნები დატოვო საცხოვრებელი სახლი“   და ბევრი მათგანი ასაჩივრებს დღემდე და სამინისტროს  დიდი რესურსი იხარჯება  ასეთი საქმეების შესწავლაზე“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics