04:04 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 10:56:26, 598 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ევროპასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ნიდერლანდების სამეფოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროპასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ნიდერლანდების სამეფოს  სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩს ანდრიან პალმისა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰან დუმას შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ევროპასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქეყნებში სპეციალურმა წარმომადგენლმა დავით ბაქრაძეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა, რაც დასტურდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებებით. თავის მხრივ სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა ჰოლანდიის მთავრობას ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

ჰოლანდიურ მხარესთან შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე, ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სპეციალურმა წარმოადგენელმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი სამუშაოები ევროინტეგრაციის მიმართულებით, პროგრესი თვალშისაცემია და  საქართველო უპირობო   ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ასევე, დადებითათ შეაფასა საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს შორის არსებული თანამშრომლობა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში.

მხარეებმა, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები და შესაძლებლობები განიხილეს.   ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის პროცესში მოქალაქეებთან სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობაზე, ასევე, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics