04:03 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 12:21:09, 833 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: სამხედრო მმართველობით სისტემაში ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი

„ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი სამხედრო მმართველობით სისტემაში და ჩვენი თავდაცვის სისტემა მოსაყვანი გვყავს დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის საქმიანობის 100 დღის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლევან იზორიამ ძალიან საინტერესო ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინა, რომელთა განხორციელებაში მას უმაღლესი დონის მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ უსაფრთხოების კუთხით გვაქვს ძალიან მწვავე გამოწვევები და ჩვენი სამხედრო თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემა მზად უნდა იყოს ყოველგვარი ასეთი გამოწვევისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ იგეგმება მთლიანად თავდაცვის სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმირება, რათა ის ნატოს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვიდეს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება.

„ამ მიმართულებით მთელი მთავრობის კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და მინისტრს აქვს სრული მხარდაჭერა უმაღლესი დონიდან", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრის 100 დღის საქმიანობის ანგარიშისა დათავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის პრეზენტაციას დაესწრო. ლევან იზორიამ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics