|
2016-11-06 17:36:40, 808 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ჯაში: საკანონმდებლო ინიციატივის გარშემო მსჯელობას ფართო კონსულტაციების რეჟიმში ვაპირებ
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მედიასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საკანონმდებლო ინიციატივის გარშემო მსჯელობა ფართო კონსულტაციების რეჟიმში განხორციელდება. „უაღრესად დიდი პატივია ჩემთვის აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენ. რაც შეეხება ჩემს მომავალ გეგმებს, პირველ რიგში დავიწყებ ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებს შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან და ასევე როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან,. როგორც განათლებისა და მეცნიერების, ასევე კულტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ანალიტიკური დოკუმენტი უკვე მზადაა. მოხდება პირველ რიგში აღნიშნული რეკომენდაციების გაცნობა და აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული მხარის, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, აკადემიური წრეების და ასევე ორივე მიმართულებით საზოგადო მოღვაწეების ძალიან აქტიური კონსულტაციის და დისკუსიის რეჟიმში ვაპირებ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების, ასევე ზოგადად, სტრატეგიული მიმართულების გარშემო მსჯელობას“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისივე თქმით, სხვა საპარლამენტო თანამდებობებზე ძალიან კომპეტენტური და გამოცდილები კანდიდატურები დასახელდა. „სწორედ ეს არის განახლებული გუნდი, როგორც ახალი საახეების, ისე ჩვენი გამოცდილი პარლამენტარების სახით, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ერთგვარი ტრადიციაც გაგრძელდეს „ქართული ოცნების“. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის უფრო გამოცდილ წევრებს, რადგან მათ მოიტანეს არა მხოლოდ 2012 წლის გამარჯვება, არამედ 2016 წლის გამარჯვებაც“,-აღნიშნა მარიამ ჯაშმა. შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ და ახალმა საპარალამენტო უმრავლესობამ, საპარალამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღო. პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი იქნება შემდეგი კანდიდატურები: - პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ვოლსკი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ზვიად ძიძიგური - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან - ილია ნაკაშიძე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე, თავმჯდომარის მოადგილე - დიმიტრისამხარაძე - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია, პირველი მოადგილე -გელა სამხარაული, მოადგილე - ირაკლი შიოლაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში, პირველი მოადგილე - გენადი მარგველაშვილი, მოადგილე - გუგული მაღრაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა, პირველი მოადგილე - ზაზა ხუციშვილი, მოადგილე - ენძელა მაჭავარიანი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია, პირველი მოადგილე - გიორგი ბეგაძე, მოადგილე - რევაზ არველაძე - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე, პირველი მოადგილე - სალომე ზურაბიშვილი, მოადგილე - ირაკლი მეზურნიშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა, პირველი მოადგილე -ირინა ფრუიძე, მოადგილე - ბექა ნაცვლიშვილი - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი, პირველი მოადგილე - ირაკლი ბერაია, მოადგილე - კობა კობალაძე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია, პირველი მოადგილე -ვანო ზარდიაშვილი, მოადგილე - დავით მათიკაშვილი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ლილუაშვილი, პირველი მოადგილე - მერაბ ქვარაია, მოადგილე - კობა ლურსმანაშვილი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა, პირველი მოადგილე - ნინო გოგუაძე, მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი, პირველი მოადგილე - გურამ მაჭარაშვილი, მოადგილე - შალვა კიკნაველიძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე, პირველი მოადგილე - პაატა კვიჟინაძე, მოადგილე - ირაკლი ბერაია - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე, პირველი მოადგილე - დიმიტრი ხუნდაძე, მოადგილე - ლევან კობერიძე როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები გრძელდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)