04:05 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-06 17:04:27, 752 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: გამოვიყენებთ ყველა კვოტას, მანდატს იმისათვის, რომ პარლამენტში დინამიური პროცესები უზრუნველყოფილი იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის ახალარჩეული ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პირველი სამუშაო იმ პრიორიტეტების გარშემო იქნება, როგორიცაა-ეკონომიკის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, განათლების სისტემის შემდგომი რეფორმირება, ინფრასტრუქტურის განახლება და მმართველობის რეფორმა.

 „მე მაქვს 4 წლიანი გამოცდილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობის და ბევრ ადამიანთან, რომელიც დღეს არის ჩვენს გუნდში, მქონდა პირადი საქმიანი ურთიერთობა და ჩემთვის რეალურად ცნობილია ის დიდი პოტენციალი, რომელიც ჩვენს გუნდშია. უმრავლესობის ლიდერის ამოცანა და ფუნქციაა, კარგი კოორდინაციის უზრუნველყოფა. ასევე მედიასთან ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფა და ყველა იმ შესაძლებლობის და შანსის გამოყენება, რომელიც დღეს სჭირდება საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის“,-განაცხადა თალაკვაძემ.

 რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობების გადანაწილებას, თალაკვაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს.

 ამასთან, თალაკვაძე არ საუბრობს იმაზე, თუ რამდენი ფრაქცია შეიქმნება:

 „პარლამენტის მუშაობის დაწყებამდე დროა.ამ დროისთვის ცნობილია, რომ შეიქმნება ფრაქცია „ქართული ოცნება“ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით. რა ფრაქციები იქნება, ამაზე კონსულტაციები შედგება. გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა კვოტას, მანდატს იმისათვის, რომ პარლამენტში იყოს უზრუნველყოფილი ძალიან დინამიური პროცესები და ფრაქციები არის ამის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ინსტურმენტი. ამიტომ, ამ შანსებს მე-9 მოწვევის პარლამენტში მაქსიმალურად გამოვიყენებთ“,-აღნიშნა თალაკვაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics