19:45 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-05 09:53:23, 901 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: არანაირი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არ არის საუბარი

რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. 

ჯანელიძეს თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს ატარებს, საქართველოსთვის გადაუწყვეტელია.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საერთაშორისო ფორმატებში, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად მოხდეს ამ კონფლიქტის დარეგულირება. არანაირი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არ არის საუბარი”, - განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არ არის. 

კარასინის თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობების ერთმნიშვნელოვანი შეფასება შეუძლებელია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics