|
2016-11-04 14:13:33, 665 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ძაბირაძე: დღეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, არსებული სტატუსკოს აღიარება იქნება
ექსპერტი ვახტან ძაბირაძე რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საქართველოსთან დიპლომატიური, საპარლამენტო კავშირების აღდგენასა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების თაობაზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ უკავშირებს. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, რუსეთი არსებული სტატუსკოს მუდმივად შესანარჩუნებლად, ბუნებრივია, ამ ურთიერთობების გაუმჯობესებას ეცდება. ძაბირაძე ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრეა, თუმცა ეს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. მისივე შეფასებით, დღეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, არსებული სტატუსკოს აღიარება იქნება, ამიტომ, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სწორად იქცევა, როდესაც რუსეთთან ურთიერთობაში სიფრთხილეს იჩენს. „გამომდინარე იქედან, რომ არჩევნები ჩატარდა და გარკვეული კონფიგურაცია სხვაგვარად შეიცვალა, პოლიტიკური სპექტრი უნდა შეცვლილიყო, რუსეთის მცდელობა ჩვენთვის სრულიად გასაგებია.ის მუდმივად არსებული სტატუსკოს შესანარჩუნებლად, ეცდება საქართველოსთან დიპლომატიური კავშირის აღდგენას და ურთიერთობების გაუმჯობესებას. მომხრე ვარ რუსეთთან დიალოგის ყველა საკითხზე, მაგრამ გარკვეული წინაპირობები უნდა იყოს იმისათვის, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს. თუ ჩვენ დღეს დიპლომატიურ ურთიერთობებს აღვადგენთ, ეს ირიბად მაინც იქნება იმ სტატუსკოს აღიარება, რა სტატუსკოც არსებობს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. რაც შეეხება სავაჭრო, გნებავთ კულტურულ ურთიერთობებს, ეს საკითხი უნდა იქნას განხილული. თუ მომგებიანია როგორც ქართული, ისე რუსული მხარისთვის, ამ ურთიერთობებზე უარის თქმა სრულიად დაუშვებელია. სხვა მხრივ უფრო რადიკალური ურთიერთობის რაიმე პერსპექტივას ამ პერიოდში ვერ ვხედავ. უნდა დაველოდოთ იმას, რომ რუსეთში სიტუაცია შეიცვალოს. დღევანდელი სტატუსკო ეს არის დღევანდელი რუსების ხელისუფლების და პუტინის გუნდის მიერ შექმნილი. ისინი ცხადია, ამ ვითარებას არ შეცვლიან, ან ძნელად.მე მაინც მგონია, რომ რუსეთის მხრიდან ეს არის მორიგი პროპაგანდისტული სვლა, რომ მას უნდა საქართველოსთან უფრო მჭირო ურთიერთობა, თუ რუსეთს სერიოზულად უნდა ჩვენთან ურთიერთობა, უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოსთან რუსეთისთვის რა დანაკარგია?!მითუმეტეს საქართველოს მხრიდან ეს რეჟიმი ისედაც მუშაობს. რუსეთი ცდილობს, რაიმე ფორმით ისე გამოვიდეს, რომ ჩვენ წავიდეთ დათმობაზე. ამ შემთხვევაში ხელისუფლება რომ ფრთხლობს, სწორი პოლიტიკაა. უნდა ვეცადოთ, რომ რუსეთთან ურთიერთობები აღვადგინით,მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე და რუსეთთან ურთიერთობაში ზედმიწევნით ფრთხილი უნდა ვიყოთ“,-განაცხადა ძაბირაძემ. ექსპერტი არ ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა რუსეთს საქართველოში პროდასავლური კურსის ცვლილების იმედი გაუჩინა: „არამგონია.როგორი შედეგითაც არ უნდა დამთვრებულიყო არჩევნები, რუსეთი გააკეთებდა შესაბამის განცხადებას. საქართველოს პრეზიდენტის არჩევის შემდეგაც გააკეთა მან ურთიერთობეის აღდგენაზე განცხადება“,-აღნიშნა ძაბირაძემ. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან არჩევნების შემდეგ ეს განცხადებები გამიზნულია იმისათვის, რომ საქართველოში დაიწყოს პანიკა, თითქოს პროდასავლური კურსი შეიძლება შეიცვალოს. „ასეთი განცადებები გამიზნულია იმისათვის, რომ ქვეყნის შიგნით საქართველოში დაიწყოს პოლემიკა და პანიკა, ხომ არ შეიცვალა რამე. საქართველოში თუ ისეთი ხელისუფლება მოვა, რომელიც პროდასავლურ კურსზე უარს იტყვის, ეს დაახლოებით გაკეთდება იმ სტილში, რა სტილშიდაც გაკეთდა უკრაინაში ევროკავშირთან მიმართებაში, როცა ბოლო წუთამდე უკრაინა თითქოს ხელს აწერდა ასოცირების ხელშეკრულებას და გადაიფიქრა ბოლო წუთს. ამიტომ, ასეთ რაამებს თუ ხელისუფლება გეგმავს, ასეთი განცხადებები არ გაკეთდება. პროცესი დაიწყება საზოგადოებისგან ჩუმად და მალულად და მხოლოდ ფინალი გახდება ცნობილი“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)