04:04 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 20:02:45, 731 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი: რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს

რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მოსკოვმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესი უნდა გაითვალისწინოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კარასინმა აღნიშნა, მოსკოვმა დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების მიღების პირობები რადიკალურად გაამარტივა.

“პრინციპში, არ გამოვრიცხავ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ამ საკითხისადმი მიდგომისას საჭიროა ევროკავშირსა და საქართველოს შორის შესაბამისი პროცესების გათვალისწინება. როგორც ცნობილია, საქართველომ ჯერ კიდევ 2006 წელს ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. ამის შემდეგ, რაც 2012 წელს ბრიუსელი დათანხმდა ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას, შემუშავდა დეტალური სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულების შესახებაც თბილისი რეგულარულ ანგარიშს აბარებდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ანუ, საუბარია დიდ და შრომატევად სამუშაოზე, რომელიც სავარაუდო მოიცავდა მჭიდრო სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას საგარეო და მავალი სხვა უწყების ხაზით. უნებლიედ ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია ასეთი სამუშაოს შესრულება რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ახალანდელ ვითარებაში", - განაცხადა კარასინმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics