|
2016-11-03 11:20:58, 725 ნახვა
პოლიტიკა
ჯეჯელავა: დაზეპირება თურმე ავითარებს ტვინს, ამის ავტორს ტვინი ერთი მონოლითური რაღაც ჰგონია
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლის პროგრამიდან საზეპიროების სრულად ამოღება არ იგეგმება. კერძოდ, როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუმარტა, ეცდებიან, სასწავლო პროგრამაში ნაკლები იყოს საზეპირო და მეტი სააზროვნო, საპროექტო, კრიტიკული სასწავლო მასალა. "ჩვენთან არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ თუ მინისტრმა რაღაც თქვა, ერთი კაცი წყვეტს და ყველაფერი შეიცვლება. საზეპიროებთან დაკავშირებით, ცვლილებები არ იგეგმება. ჩემი მოსაზრება, რომ დაზეპირებაზე ორიენტირებულიდან უნდა გადავიდეთ აზროვნებაზე ორიენტირებულზე, მნიშვნელოვანი ცვლილებაა. გამოითქვა ასევე მოსაზრება, რომ დაზეპირება თურმე ავითარებს ტვინს. ამის ავტორს ეტყობა ტვინი ერთი მონოლითური რაღაც ჰგონია. მას მინდა ვუთხრა, რომ ტვინში არის რამდენიმე მიმართულება, ზოგი პასუხისმგებელია დაზეპირებაზე, ზოგი - აზროვნებაზე. ძალიან გვინდა, რომ ჩვენი განათლების სისტემა პირველ რიგში, იმ ნაწილებს ავითარებდეს, რომელიც კრიტიკულ აზროვნებაზეა ორიენტირებული.”,-განაცხადა ჯეჯელავამ. მისი თქმით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. "თქვენ იცით, რომ სკოლებში საპროექტო სამუშაო გაჩნდა, რომელიც ადრე სულ არ იყო. დავალებას იღებენ მოსწავლეები, რომ ნებისმიერ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვან და თავად მოიძიონ ინფორმაცია. ეს ორი მიდგომა რომ "შენი მოსაზრება გამოთქვი" და "აგერ წიგნში წერია და დაიზეპირე", არის სრულიად საპირისპირო. ვეცდებით, რომ საზეპიროები არ გავაქროთ, მაგრამ ნაკლები იყოს და მეტი იყოს სააზროვნო, საპროექტო, კრიტიკული სასწავლო მასალა სკოლის პროგრამებში", - განაცხადა ჯეჯელავამ.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)