|
2016-11-01 13:40:33, 1517 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციებისა სააგენტომ USAID-ის პროექტ ZRDA- ს ფარგლებში რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზება დაიწყო
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ USAID-ის პროექტ ZRDA- ს ფარგლებში რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზება დაიწყო. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონალური ინოვაციების დღეები მთელს საქართველოში ჩატარდება. მათივე ინფორმაციით, პირველი ღონისძიება ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართება (ლაღიძის #1), რასაც მოსდევს ინოვაციების დღეების ციკლი ბოლნისსა და გორში. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, მეცნიერებსა და მეწარმეებს, გააცნობს სახელმწიფოს ხედვას ინოვაციების განვითარების კუთხით და წარადგენს საკუთარ პროგრამებს, პროექტებსა და სერვისებს. ვიზიტის ფარგლებში ზუგდიდის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID - ის პროექტ ZRDA- ს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მოიცავს 3 წლიან თანამშრომლობას რეგიონებში ინოვაციებისა და საერთო სამეწარმეო გარემოს განვითარებისთვის. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება საინფორმაციო დღეებისა და ტრენინგების ორგანიზება რეგიონებში, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება ინოვაციებისა და სტარტაპებისათვის ფინანსებთან წვდომის გასაუბჯობესებლად და დასაქმების ფორუმების ორგანიზება. რეგიონებში საინფორმაციო ინოვაციური დღეების მიზანია, ცნობადობის ამაღლება, სტარტაპებისა და საერთო სამეწარმეო ბიზნეს გარემოს შექმნა და ახალგაზრდა დამწყები ბიზნესმენების წახალისება ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის. რეგიონებში საინფორმაციო ინოვაციური დღეები ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას, მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ადგილობრივმა დამწყებმა ბიზნესმენებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპები, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ კომპანიად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. შეხვედრების და ტრენინგების ციკლი ხელს შეუწყობს რეგიონში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და რეგიონის ტექნოლოგიურ და ბიზნეს მიმართულებით განვითარებას. მსგავსი სახის ღონისძიების ჩატარების საბოლოო მიზანი ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებაა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების საშუალებით რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება მიიღოს ცონდა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, სფეროს განვითარებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი ბიზნეს იდეების განხორციელებას, მათ სწორ ფორმირებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასა და მომავლის პროფესიების ჩამოყალიბებას. რეგიონის განვითარება კი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საწყისს წარმოადგენს, რაშიც ყველაზე დიდ სარგებელს ეკონომიკური ბაზარი იღებს. რეგიონების სწრაფი პროგრესი ქვეყნის წინვლის მამოტივირებელი ძალაა. (NS)
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)