|
2016-11-01 13:07:36, 1567 ნახვა
ეკონომიკა
ფოსტის ყოფილი შენობა 5 750 001 ლარად გაიყიდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N44–ში მდებარე უძრავი ქონება 5 750 001 ლარად გაყიდა. სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გამარჯვებულად 575 ბიჯით შპს „ნევადა“ გამოვლინდა. აღნიშნული უძრავი ქონება „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროექტის ფარგლებში იქნა შერჩეული და შეთავაზებული დაინტერესებული პირებისთვის. აუქციონის პირობების მიხედვით, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინიმუმ 30 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორი 5 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმრო კომპლექსში სულ მცირე 30 საქართველოს მოქალაქე დასაქმდება. აღნიშნულ სასტუმროში „საქართველოს ფოსტის“ ექსპონატებისთვის განკუთვნილი საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. რომლითაც 20 წლის ვადით უსასყიდლოდ ისარგებლებს „საქართველოს ფოსტა. პირველ სართულზე ასევე უსასყიდლოდ განთავსდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლობაც. საქართველოში ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მიმდინარე წლის სექტემბერში პირველმა ვიცე–პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესსექტორს წარუდგინა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“. აღნიშნული პროექტი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსები და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით არის შემუშავებული. (NS)
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)