|
2016-11-01 11:35:23, 1570 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „ისეკოს“ ახალი საწარმოო ხაზი გახსნა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. კომპანია „ისეკოს“ ახლადგარემონტებული ფლიგელი და ახალი საწარმოო ხაზი გახსნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ გაფართოება სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობით შეძლო. „ისეკომ“ დაახლოებით 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ახალი საწარმოო მიმართულებაზე 30-მდე ახალი მუშახელი აიყვანა. პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი „ისეკოს“ სპეციალური ტურის ფარგლებში ეწვია, რომელშიც მონაწილეობა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, იაპონიის, ჩინეთისა და გერმანიის საელჩოებისა და საქართველოს სხვადასხვა საფინანსო კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს. ტური პირველი ვიცე-პრემიერის ინიციატივით ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გამოცდილებისა და წარმატებების შესახებ. შპს „ისეკო“ ფოლადის მილებს აწარმოებს, რომლებიც, როგორც გაზისა და წყლის გაყვანილობებსა, ასევე სამშენებლო კონსტრუქციებში გამოიყენება. კომპანიას პროდუქცია ექსპორტზე უკვე გააქვს სომხეთში, თუმცა ახლო მომავალში პროდუქციის აზერბაიჯანში ექსპორტსაც გეგმავს. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მხოლოდ იმ პერიოდში, რაც კომპანიას სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო ეხმარებოდა, შპს „ისეკოს“ სახელმწიფო ბიუჯეტში 5-ჯერ მეტი გადასახადი აქვს შეტანილი და 30-მდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნილი. „ეს არის აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მიზანი - ქვეყანაში შეიქმნას ახალი საწარმოები, მოხდეს ახალი მიმართულებების გენერირება, ჩანაცვლდეს იმპორტი და გაიზარდოს ექსპორტი,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საინფორმაციო ტურში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ დირექტორი ანა კვარაცხელია.
(NS)
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)