21:26 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 09:21:15, 787 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„თითოეული მათგანის ხმა  მნიშვნელოვანია“,-განაცხადა პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

 ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი  მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.

„იქ, სადაც მხოლოდ  პარლამენტის არჩევნები ტარდება, ისინი მიიღებენ  2 ბიულეტენს-ერთს პროპორციული, ხოლო მეორეს- მაჟორიტარული არჩევნებისთვის. აჭარის რეგიონში რეგისტრირებული ამომრჩევლები  საქართველოს პარლამენტის  არჩევნების ბიულეტენის  გარდა,  ასევე მიიღებენ  2 ბიულეტენს აჭარის უმაღლესი ბაჭოს არჩევნებისთვის-ერთს  პროპორციული, ხოლო მეორეს-მაჟორიტარული არჩევნებისთვის. ასევე, იმ მაჟორიტარულ  ოლქებში, სადაც ტარდება საკრებულოს  შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ  დამატებით თითო ბიულეტენს. გარდა ამისა, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში  ამომრჩევლები მიიღებენ  თითო, პროპორციული არჩევნების ბიულეტენს“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ცესკო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ  საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება  ტელევიზიასა და რადიოში.  ამას გარდა, დღეს საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება  არჩევნებთან დაკავშირებული  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics