|
2016-10-08 07:04:35, 849 ნახვა
პოლიტიკა
4-მა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლის ჩასატარებლად „TNS OPINION" მოიწვია, “რუსთავი 2”-ის დაკვეთით კი, ეგზიტპოლებს GFK ჩაატარებს
ტელეკომპანიები -"იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "მაესტრო" და "GDS" არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ. ტელეკომპანიებმა ეგზიტპოლის ჩასატარებლად საქართველოში კომპანია "TNS OPINION" მოიწვიეს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ კომპანიას 40-ზე მეტ ქვეყანაში, ხუთასზე მეტი კვლევა აქვს ჩატარებული. გარდა ამისა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით, არჩევნებზე ეგზიტპოლებს ორგანიზაცია GFK ჩაატარებს. GFK-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები დღეს, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, „რუსთავი 2“-ის ეთერით გახდება ცნობილი. „რუსთავი 2“-ის მიერ დაქირავებული გერმანული კომპანიის GFK-ის წარმომადგენლებმა ორი დღის წინ პრეზენტაცია გამართეს და ეგზიტპოლების ჩატარების მეთოდოლოგიაზე ისაუბრეს. როგორც GFK-ს ვიცეპრეზიდენტმა ვადიმ ვოლოსიმ განაცხადა, კვლევების ჩატარების კუთხით, ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ და კვლევის ჩატარების მათი სტანდარტი ყველა ქვეყანაში თანაბრადაა დაცული. მისივე თქმით, კლიენტები კვლევის მეთოდებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ, რადგან მათ საქმიანობაში არ ერევიან. კომპანია GFK-ს ვიცეპრეზიდენტის, ვადიმ ვოლოსის განხადებით, "TNS OPINION" მათი მთავარი კონკურენტია.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)