|
2016-10-07 19:47:14, 719 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს საარჩევნო გარემოს აფასებს
ევროპარლამენტის დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს, - ამის შესახებ დელეგაციის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს. ევროპარლამენტარების განმარტებით, საქართველოში მშვიდი საარჩევნო გარემოს არსებობის შესახებ მათი ყველა კოლეგა საუბრობს, რაც მისასალმებელია. დელეგაციას, რომელიც საქართველოს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ეწვია, პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ, რომელიც ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას ემსახურებოდა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი, რამაც ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობები მისცა. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელიც სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, განათლების სისტემის რეფორმას, ქვეყნის სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას მოიცავს. ყურადღება დაეთმო სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და ამ პროცესში ევროკავშირის მიერ გაწეულ მხარდაჭერას. გიორგი კვირიკაშვილმა, ევროპარლამენტის დელეგაციას, ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)