|
2016-10-07 19:20:05, 1100 ნახვა
პოლიტიკა
უსკო აჭარაში არჩევნების ჩასატარებლად მზად არის
აჭარაში არჩევნების ჩასატარებლად, ყველაფერი მზად არის, - ამის შესახებ უსკო-ს თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღანიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჯალაღანიამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარებულია. ასევე, სრულ მზადყოფნაშია საარჩევნო კომისიების წევრებიმ და დამკვირვებლები. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, თავმჯდომარე რაიმე გართულებას არ ელოდება. ჯალაღანიას ინფორმაციით, 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მოქალაქეები უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატს; 6 მაჟორიტარული წესით, ხოლო 15-ს პროპორციული სიით აირჩევენ. არჩევნებში 15 საარჩევნო სუბიექტი, 76 მაჟორიტარობის კანდიდატი მონაწილეობს. არჩევნებისთვის უსკო-ში დამკვირვებლების სტატუსით 7 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დარეგისტრირდნენ. აკრედირირებულები არიან ჟურნალისტები 16 მედია საშუალებიდან. აჭარაში უბნებზე მისული ამომრჩეველი 4 ბიულეტინს მიიღებს. მწვანე და ყვითელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, ცისფერს და ვარდისფერს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისთვის. რეგიონში გაიხსნება 348 უბანი, მათ შორის ერთი სპეც უბანი. არჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 2016 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით არის 300 506. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის სულ დაიბეჭდა 200 970 ბიულეტინი, ასევე მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის 200 970 ბიულეტინი.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)