|
2016-10-07 12:51:32, 711 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ხვალ ყველა მართალი ვიქნებით, თუ საკუთარი სინდისის და გონების კარნახით გავაკეთებთ არჩევანს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხვალინდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმითაც, რომ იგი უპრეცედენტო პოლიტიკური თავისუფლების პირობებში ტარდება. როგორც უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონოდა. „მეტი თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ, თავისუფალ არჩევანს ინდივიდუალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. დარწმუნებული ვარ, მეტმა პოლიტიკურმა თავისუფლებამ შექმნა ის ვითარება, როდესაც მოქალაქეების სერიოზული ნაწილი ბოლო წუთამდე ვერ აკეთებდა თავის არჩევანს. დიახ, სწორია, ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ. ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს არჩევანზე. ხვალ ჭეშმარიტების საკითხი არ წყდება, ხვალ არ იქნება მართალი და მტყუანი, ამ პარტიის და იმ პარტიის მხარდამჭერი, ხვალ ყველა მართალი ვიქნებით, თუ საკუთარი სინდისის და გონების კარნახით გავაკეთებთ არჩევანს, ჩვენ ვიქნებით მართალი ერის და ღვთის წინაშე. ჩვენ ხვალ თავისუფალი არჩევანი მოგვეთხოვება და ეს არის სრული ჭეშმარიტება“, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა და არა მხოლოდ სამართალდამცავმა ორგანოებმა, პირუთვნელად და მიუკერძოებლად შეასრულონ თავიანთი კონსტიტუციური ფუნქცია. „ემსახურონ საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მის ლიდერს ან სხვა მოზაზრებას და ინტერესებს. თითოეული მათგანი, ვინც აღჭურვილია სახელმწიფო ძალაუფლებით, პოლიციელი იქნება თუ გამგებელი, თავისუფალია საკუთარ არჩევანში, როგორც ინდივიდი, მას აქვს საშუალება დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი, მაგრამ როდესაც ისინი ახორციელებენ საჯარო ძალაუფლებას, უნდა იყვნენ აუცილებლად მოწოდების სიმაღლეზე, აბსოლუტურად ნეიტრალურები და მიუკერძოებლები. ეს არის არსებითად მნიშნელოვანი დღეს, და ხვალ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ, პირველ რიგში მოქალაქეებმა, ხალხმა, პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)