|
2016-10-06 13:35:59, 745 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო მსვლელობა მიმდინარეობს
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ წინასაარჩევნოდ თბილისში მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობას მართავს. მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე დამთავრდება. პარტიის წევრის, გლდანი-მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კუკავას თქმით, პარტიის მსვლელობა ვაზისუბანში, სანზონაში დიღომსა და ზაჰესში გაიმართება. კუკავამ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ვარდების მოედნიდან სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქებს მსვლელობით მოვივლით. მსვლელობა იქნება ვაზისუბანში, სანზონაში, გლდანი-მუხიანის, დიღომისა და ზაჰესის საარჩევნო ოლქებში. ორი დღეა დარჩენილი არჩევნებამდე და კიდევ ერთხელ გვინდა, თბილისელებს მოვუწოდოთ საარჩევნო უბნებში აქტიურობისკენ, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალები“ ამ აფეთქებებით, გადატრიალებებით თუ სხვადასხვა სპექტაკლებით ყველაიანარად ცდილობენ, რომ მიიღონ ორპარტიული პარლამენტი. კიდევ ოთხი წელი ორპარტიული პარლამენტი საქართველოს დაღუპვა იქნება. ამიტომ, ჩვენ ამომრჩევლებს მოვუწოდებთ მოვიდნენ საარცევნო უბნებზე, შემოხაზონ რვიანი ან სხვა ნებისმიერი არასაპარლამენტო პარტია. უკვე დაწერილი „ნაცქოცური“ სცენარი, რომლის მიხედვითაც უნდათ მოხდეს ორპარტიული პარლამენტის მიღება,მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ცავშალოთ „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გეგმა და ავირჩიოთ მრავალპარტიული პარლამენტი“, -განაცხადა კახა კუკავამ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)