|
2016-10-06 11:39:51, 803 ნახვა
პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: წინასაარჩევნო გარემოს შეფასება ნაადრევია
ევროკავშირის ელჩის საქართველოში იანოშ ჰერმანის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემოს შეფასება ნაადრევია. ამის შესახებ ჰერმანმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 2012 წელთან შედარებით, 2016 წლის წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას ეხებოდა. როგორც ჰერმანმა აღნიშნა, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნას ყველანი ერთად უნდა დაელოდონ. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ის პრინციპები, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმდა, ბოლომდე დაცული იქნება. „ჩვენ მხოლოდ რამდენიმე დღე გვაცილებს არჩევნებს. ჩამოსულები არიან საერთაშორისო დამკვირვებლები, ამიტომ ცოტა წინასწარი იქნებოდა შეფასების გაკეთება ამ ეტაპზე. ყველა ერთად უნდა დაველოდოთ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს. იმედი მაქვს, ის პრინციპები, რომელიც შეთანახმდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ბოლომდე დაცული იქნება“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)