|
2016-10-06 11:17:30, 686 ნახვა
პოლიტიკა
გოგი მეშველიანი, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ბოლნისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის გამგებლობის კანდიდატ დავით შერაზადიშვილთან, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორ დავით ბალანჩივაძესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნიკოლოზ კარიჭაშვილთან ერთად, სოფელ ბერთაკარის, სენების და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდა. კომპანიის „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სოფლის წარმომადგენლებთან ადგილობრივების დასაქმებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ უახლოეს ხანში კიდევ ერთი ახალი საბადო ამუშავდება. “ახალი ობიექტის გახსნა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბიზნესი თავისუფალია. რაც შეეხება გოგი მეშველიანს, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა და მომავალშიც იზრუნებს მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. დავით ბალანჩივაძემ კომპანიის სახელით ასევე გამოთქვა იმ სოციალურ პროექტებში მონაწილეობის სურვილი, რომლებიც სამომავლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის განხორციელდება. გოგი მეშველიანის თქმით კი, ახალი საბადოში დასაქმებულთა 70% -ი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. გარდა ამისა, „არემჯი ჯგუფი“, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, მომავალშიც იზრუნებს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებაზე. (NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)