|
2016-10-05 23:33:03, 737 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი: დღევანდელმა აქციამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არავითარი მეორე ძალა არ არის
ჩვენს აქციაზე, რომელიც საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით მოვაწყვეთ, რუსთაველის ძეგლთან 18 000 კაცი გამოვიდა, ხოლო მაშინ, როცა ვთქვით, რომ ხელისუფლება სამართლიანობის აღსადგენად არაფერს აკეთებს - 25 000, - ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი გადაცემა 2030-ში "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ აქციას. მისი განცხადებით, დღევანდელმა აქციამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არავითარი მეორე ძალა არ არის. „დღევანდელმა აქციამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არავითარი მეორე ძალა არ არის. აქციაზე იყო ადამიანების ის მაქსიმუმი, ვისი მობილიზებაც მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლეს. კოლონები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან დაიძრა და ისიც ვერ მოახერხეს, 6 500 კვ. მ ფართობი შეევსოთ. ჩვენს აქციაზე, რომელიც საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით მოვაწყვეთ, რუსთაველის ძეგლთან 18 000 კაცი გამოვიდა, ხოლო მაშინ, როცა ვთქვით, რომ ხელისუფლება სამართლიანობის აღსადგენად არაფერს აკეთებს - 25 000. დღეს კი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც მოტორი სრული დატვირთვით ჩართო, იმ რაოდენობის ადამიანების მობილიზებაც ვერ შეძლო, რომ პარლამენტის შენობასთან გაჩერებულიყვნენ, რადგან იმ ადგილს ვერ შეავსებდნენ“, - განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს 280 000 კონტრაქტი, სადაც წერია, რომ ესა და ეს მოქალაქე ხმას „პატრიოტთა ალიანსს“ აძლევს, რაც 20 %-ს ნიშნავს, რადგან 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 1 480 000 ამომრჩეველი მივიდა. "ჩემთვის ეს კონტრაქტები ძალიან სარწმუნო დოკუმენტია, რომ ჩვენ 20 % გვიჭერს მხარს. ამის გარდა ხომ არიან ადამიანები, რომლებიც მხარს გვიჭერენ?! პირველ პოზიციაზე ნამდვილად არ ვართ, მაგრამ მყარი 30%-იანი მხარდაჭერა გვაქვს. ეს ადამიანები, რომლებმაც კონტრაქტები შეავსეს, ხმას ნამდვილად ჩვენ გვაძლევენ, რადგან მათ კონვერტის შევსება, სახელის, გვარის, პირადობის ნომრის და მისამართის მითითება გაბედეს. ხალხს ახლაც ეშინია. მათ იმ პოლიტიკური ცხოველის ეშინიათ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. ეს მუტანტი „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შეჯვარების შედეგად მიღებული ახალი ჯიშია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "არ ვფიქრობ, რომ გივი თარგამაძემ თავი აიფეთქა, მაგრამ არც იმას ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლებამ გააკეთა, რადგან ეს სიგიჟეა". „ამ ვითარებაში მსგავსი ტიპის ტერაქტების მოწყობა ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს და ბუნებით ეს ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანაში ტერაქტების ორგანიზება მოახდინოს. მათ ამის არც ძალა აქვთ და არც სურვილი. არც იმას ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურებმა გააკეთეს, რადგან მათ რომ გივი თარგამაძის აფეთქების სურვილი ჰქონოდათ, ამას გაცილებით ადრე გააკეთებდნენ. გარდა ამისა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვა უფრო გავლენიანი ფიგურები არიან და გივი თარგამაძე ნამდვილად არ არის ფიგურა, ვისაც შეიძლება, ტერაქტი მოუწყონ. თუ მსგავსი ტიპის აფეთქების ორგანიზება ვინმეს ინტერესში შედიოდა, ეს მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, რომ ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს“, - განაცხადა ინაშვილმა.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)