|
2016-10-05 17:56:55, 763 ნახვა
პოლიტიკა
სანდრა რულოვსი: მიშა საქართველოში ძალიან მალე დაბრუნდება
„8 ოქტომბერს გადამწყვეტი ბრძოლა იქნება, 4 წელი საკმარისია, მათ ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ“,- ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა. როგორც რულოვსმა აღნიშნა, ქვეყანა უკუსვლას განიცდის და ცვლილებებია საჭირო. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მხარდამჭერებს მიმართა, ხმა აიმაღლონ. „სად ხართ ამოიღეთ ხმა?! თქვენ ჩვენი გმირები ხართ და გჯერათ იმ იდეის, რომლითაც წინ წავალთ. ასევე მივესალმები აფხაზ და ოს ძმებს და დებს. გპირდებით, რომ ჩვენ ვერავინ ვერ მოგვერევა. ეს არ არის საქართველო, რომელიც 2004-2012 წლებში ჩვენ ავაშენეთ. ქვეყანა განიცდის უკუსვლას. მოქმედი ხელისუფლების პრიორიტეტია პრემია -დანამატების გაცემა. მათი წასვლის დრო მოვიდა დემოკრატიული არჩევნების გზით“,-განაცხადა რულოვსმა. მისივე თქმით, „მაცივარში დევს ბევრი პროექტი, რომელსაც ვადა 9 ოქტომებრს გაუვა და 8 ოქტომბრის საღამოდან ამ პროექტებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამოიღებს“. „მიშა დაბრუნდება საქართველოში და ეს ძალიან მალე მოხდება“,-დასძინა რულოვსმა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)