|
2016-10-05 17:32:20, 712 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: მთელი საქართველო დაიღალა ზიზღით, ქვის სროლითა და დაპირისპირებებით, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს
ვარდების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო აქცია დაიწყო. პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების სახელით გუშინ „პირიზმესთან“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ ადამიანებს თანადგომა გამოუცხადა. ბაქრაძის თქმით, დაბრუნდა დრო, როდესაც უდანაშაულო ადამიანები ზიანდებიან. „ჩვენი სახელით მინდა თანადგომა გამოვუცხადო, იმ ადამიანებს, რომლებიც ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალდნენ. თუ ვინმეს იმედი ჰქონდა, რომ დაგვაშინებდა, აქ ვერ მოვიდოდით აქციაზე და ვერ გავმართავდით. მწარედ გაუცრუვდათ იმედი. ყველაფერს ვაჩვენებთ, რომ არავის გვეშინია. ჩვენ არავის ვემუქრებით, რადგან ჩვენი გამარჯვება სჭირდება ყველას. მთელი საქართველო დაიღალა ზიზღით, ქვის სროლით დაპირისპირებებით, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს, რომელსაც არ შეუძლია პროგრესზე ილაპარაკოს. ამ ყველაფერს სამ დღეში წერტილს დავუსვამთ“,-განაცხადა ბაქრაძემ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)